საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ავიაკომპანია Wizz Air-ი ლიდერობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში Wizz Air-ი რეგულარული ავიარესებით სულ 426 ათას 137 მგზავრს მოემსახურა. მეორე პოზიციაზე ამ რეიტინგში Turkish Airlines-ი, ხოლო მესამეზე Georgian Airways-ი.

2018 წლის 9 თვის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” რეგულარული მგზავრთნაკადის გადაყვანის მიხედვით TOP-10 ავიაკომპანიის რეიტინგს აქვეყნებს.

  1. Wizz Air-ი 426 137 მგზავრი;
  2. Turkish Airlines-ი – 412 828 მგზავრი;
  3. Georgian Airways-ი – 411 927 მგზავრი;
  4. flydubai – 202 272 მგზავრი;
  5. Ural Airlines-ი – 202 272 მგზავრი;
  6. FlyUIA – 172 443 მგზავრი;
  7. Aeroflot-ი – 151 807 მგზავრი;
  8. S7 – 146 077 მგზავრი;
  9. Pobeda Airlines-ი – 104 333 მგზავრი;
  10. El Al Israel Airlines-ი – 95 382 მგზავრი;