კომპანია Skycab-ი, რომელიც მალე ავიაკომპანიად ჩამოყალიბდება, პოლონეთიდან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების დისტრიბუციას იწყებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მერაბ გუმბერიძე AviaNews-თან განმარტავს, მსგავსი ტიპის საფრენ აპარატებზე მოთხოვნაა როგორც საქართველოში ასევე მთლიანად კავკასიაში. უახლოეს ხანებში Skycab-ის მენეჯერი დაინტერესებულ მხარეებთან გეგმავს შეხვედრას, რათა გარკვეული კომერციული დეტალები შეათანხმოს და მათთვის სასურველი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ჩამოყვანა უზრუნველყოს.
მერაბ გუმბერიძის თქმით, საჰაერო ხომალდის სასურველი მოდიფიკაციით აწყობას და ჩამოყვანას დაახლოებით 4 თვე სჭირდება. შესაძლებელია საფენი აპარატის ბიზნესკლასის მოდელით მოდიფიკაციაც, რაც უფრო კომფორტულ და ხარისხიან სავარძლებს და ძლიერ ნავიგაციას გულისხმობს.
პოლონეთიდან იგეგმება ისეთი მოდელების იმპორტი, როგორიცაა გიროკოპტერი ARGON, XENON, C-22, C-44. Skycab-ი პოლონეთიდან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ჩამოყვანას კომპანია Manufaktura Lotnicza sp. z o.o.-სან თანამშრომლობით გეგმავს, რომელთანაც ხელშეკრულება Skycab-მა რამდენიმე დღის უკან გააფორმა და რომლის ფარგლებშიც, Skycab მთელს კავკასიაში ევროპული ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა.
გარდა გადაადგილების საშუალებისა, მათი გამოყენება შესაძლებელია ასევე აერო გადაღებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობაში, გარემოს დაცვით საქმიანობაში, პატრულირებისთვის. შესაძლებელია ასევე ხომალდის ამფიბია და ჰელისკი მოდიფიკაციით აწყობაც.
რაც შეეხება ფასებს, როგორც კომპანია Skycab-ის დამფუძნებელი განმარტავს ეს დამოკიდებულია თავად საფრენი აპარატის ძრავის სიმძლავრეზე და 135 ათასი ევროდან იწყება.
საფრენ აპარატი გათლილია პილოტსა და ერთ მგზავრზე, თუმცა უახლოეს ხანებში შესაძლებელი იქნება პილოტსა და 3 მგზავრზე გათვლილი აპარატის შეკვეთაც.
რაც შეეხება პილოტს, Skycab-ში განმარტავენ, რომ დაეხმარებიან მსურველებს პოლონეთში გადამზადებასა და შესაბამისი ლიცენზიების მოპოვებაში, ხოლო 2023 წლიდან თავად დაიწყებენ მათ მომზადებას და ლიცენზიების გაცემას. საფრენი აპარატის მოდიფიკაციაში აქტიურად მოხდება პილოტის ჩართვაც.
Skycab-ის დამფუძნებელი განმარტავს, რომ აღნიშნული საფრენი აპარატების უპირატესობა არის ის, რომ არ აქვს შეზღუდვები და შეუძლია რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ოპერირება, როგორიც არის ძლიერი ქარი.
აპარატი გამოყენება როგორც კომერციული, ისე პირადი დანიშნულებისთვის ვინაიდან მასში ჩამოდებულია ისეთი კომპონენტები როგორიცაა კომფორტულობა. ძლიერი ტურბულენტობის დროს ინარჩუნებს მდგრადობას და ბალანსს, რაც კომფორტულს აქცევს პილოტისთვის და მგზავრისთვის ფრენას.