სინგაპურში ბიზნესი სამუშაო ძალის შემცირების გამო რობოტებს ყველა სფეროში იყენებს, დაწყებული ყავის მაღაზიებიდან დამთაავრებული სამშენებლო სექტორით. სინგაპურის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული უცხოელ მუშებზე. თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, ბოლო წლებში ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა სამგზავრო აკრძალვა,  დასაქმებულთა რაოდენობა გასულ წლებში 230 000-ზე მეტით შემცირდა. ამან კი დააჩქარა რობოტების სამუშაო ძალაში ჩართვა.