სინგაპურის ავიაკომპანია Singapore Airlines პირველი აზიური ავიაკომპანიაა, რომელმაც მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა.

“28 თებერვლიდან Singapore Airlines (SIA) შეაჩერებს ყველა ფრენას სინგაპურსა და მოსკოვს შორის ტექნიკური მიზეზების გამო”, – ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე.