ავტობუსების კომპანია FlixBus უკრაინის მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან პჟემისლიდან და ჟესოვიდან გადაადგილებისთვის უფასო ბილეთებს მიიღებენ.

პჟემისლი უკრაინის საზღვარზე მდებარეობს, ხოლო ჟესოვი არის უკრაინის უახლოესი დიდი ქალაქი პოლონეთში.

უფასო ბილეთის მისაღებად კი საჭიროა მგზავრმა გაგზავნოს მოთხოვნა ელ.ფოსტაზე service@flixbus.com.ua. ხოლო გზავნილის თემად აუცილებელია “Ukraine”-ს მითითება. გარდა ამისა მგზავრმა არსებული განრიგიდან უნდა აირჩიოს სასურველი დრო და მიათითოს ასევე საკუთარი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ბილეთის მოლოდინს შეიძლება რამდენიმე საათი დასჭირდეს, თუ მოთხოვნის რაოდენობა დიდია.