ავიაკომპანია Singapore Airlines-ი ყველაზე დიდ სამგზავრო თვითმფრინავს Airbus A380-ს პროფილს შეუცვლის და მას რესტორნად გადააკეთებს.

უმსხვილეს სამგზავრო ლაინერში ვახშმობა მხოლოდ 2 დღით, 24 და 25 ოქტომბერს იქნება შესაძლებელი.

ბილეთის ფასი დამოკიდებულია კლიენტის სურვილზე, თუ რომელ სალონში მოისურვებს სტუმარი დაჯდომას. 

ყველაზე ძვირადღირებული კვება პირველი კლასის განცალკავებულ კაბინაშია – 473 დოლარი. ბიზნეს-კლასში ვახშმობა სტუმარს 237 დოლარი დაუჯდება, პრემიუმ კლასში – 71 დოლარი, ხოლო ეკონომ-კლასში კი 39 დოლარი.

ღირებულებაში შედის ორი ალკოჰოლური სასმელი და შეუზღუდავი რაოდენობით უალკოჰოლო სასმელები.

აღსანიშნავია, რომ ყველა ადგილი 30 წუთის განმავლობაში გაიყიდა.

სტუმარს სურვილისამებრ მენიუს შეკვეთაც შეუძლია. ცნობილია, რომ სპეციალური მენიუ სინგაპურელმა შეფ-მზარეულმა შერმე ლიმ შეიმუშავა. 

თითო სტუმარს “რესტორანში” 3 საათით გაჩერების უფლება აქვს. ამ დროის განმავლობაში სტუმარს შეუძლია ასევე მის წინ განთავსებულ ეკრანზე ფილმს ან მისთვის სასურველ სერიალს უყუროს. 

ლანჩის დაწყებამდე მსურველებს შეეძლებათ თვითმფრინავში 2-საათიანი ტურითაც ისარგებლონ, რა დროსაც ავიაკომპანიის თანამშრომლები მგზავრის ყველა იმ ადგილს და დეტალს გააცნობენ, რაც მათთვის მგზავრობისთვის თვალთხილული არ არის.