აზერბაიჯანული ავიაკომპანია Silk Way Western Airlines-ი ავიაფლოტს აფართოვებს. ავიაკომპანიამ 5 სატვირთო Boeing 777F-ზე უკვე გააკეთა შეკვეთა. შერჩეული მოდელი, ორი ძრავიან საჰაერო ხომალდებში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავია

მას ერთდროულად 102 ტონა ტვირთის 9,200 კმ მანძილზე ტრანსპორტირება შეუძლია, რაც ავიაკომპანიას საშუალებას მისცემს მუშაობის დივერსიფიცირება მოახდინოს.

დღეისათვის Silk Way-ის ფლოტი უფრო დიდი თვითმფრინავებისგან შედგება – 5 ერთეული Boeing 747-8 და 7 ერთეული Boeing 747-400.

​777F-ის გამოყენება ავიაკომპანიას საშუალებას მისცემს ისეთ მარშუტებზე გავიდეს, სადაც ნაკლები დატვირთულობაა. შეკვეთილ ხომალდებს Silk Way Western Airlines-ი ​2023-დან 2027 წლამდე პერიოდში მიიღებს. 

Silk Way ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონებში პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც მსგავსი მოდელის თვითმფრინავებზე გააკეთა შეკვეთა.

შეგახსენებთ, რომ  Silk Way Western Airlines-ი ​2012 წელს შეიქმნა და ბაზირებულია ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში. წლის განმავლობაში ავიაკომპანია საშუალოდ 350 ათას ტონა ტვირთს ემსახურება.