ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) იანვარ-აპრილის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შესრულებული რეისების მიხედვით აეროპორტი “სტამბოლი” (Istanbul Airport) ლიდერობს. გლობალური პანდემიის მიუხედავად, 4 თვის განმავლობაში აეროპორტმა 63 ათას 64 თვითმფრინავი მიიღო და გადაუსწრო ისეთ აეროპორტებს როგორებიცაა პარიზის, ამსტერდამის, ფრანკფურტის და მადრიდის აეროპორტები.

იმავდროულად, შიდა რეისების რაოდენობის მხრივ ლიდერი ქვეყანად თურქეთი დასახელდა. EUROCONTROL-ის მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში თურქეთში დღეში საშუალოდ 752 შიდა რეისი ხორციელდებოდა. თურქეთის შემდეგ რეიტინგში მოდის 708 შიდა ფრენით საფრანგეთი და 701 ფრენით ნორვეგია.