შვეიცარიამ შეიმუშავა ცვლილებები უცხოურ კოვიდ-სერტიფიკატებთან დაკავშირებით, რომელიც სრულად  ძალაშია  24 ოქტომბრიდან.

აღნიშნული ეხება შვეიცარიის ფარგლებს გარეთ  გაცემული ვაქცინაციის დამადასტურებელი კოვიდ-სერტიფიკატის საფუძველზე შვეიცარიული კოვიდ-სერტიფიკატის აღების რეკომენდაციას/აუცილებლობას მოცემული პლატფორმის საშუალებით: https://www.covidcertificate-form.admin.ch/foreign

  • შვეიცარიული კოვიდ-სერტიფიკატის აღება თავისუფლად შეუძლიათ შემდეგი ვაქცინებით აცრილ პირებს:

Comirnaty® / BNT162b2 / Tozinameran (Pfizer/BioNTech)

Spikevax® / mRNA-1273 / COVID-19 vaccine (Moderna)

Vaxzevria® / AZD1222 / Covishield™ (AstraZeneca)

COVID-19 Vaccine Janssen (Johnson & Johnson)

  • ევროკავშირში აღებული კოვიდ-სერტიფიკატების შემთხვევაში შვეიცარიული კოვიდ-სერტიფიკატის აღების საჭიროება არ არის;
  • ასევე შვეიცარიული კოვიდ-სერტიფიკატის აღების საჭიროება არ არის, თუ კი სერტიფიკატი, რომელიც აღებულია ევროკავშირისა და შვეიცარიის ფარგლებს გარეთ,  შეთავსებადი არის/გახდება ევროკავშირის ციფრულ კოვიდ-სერტიფიკატთან;
  • იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პლატფორმის მიხედვით https://www.covidcertificate-form.admin.ch/foreign ვერ განხორციელდა შვეიცარიული კოვიდ-სერტიფიკატის აღება წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით (ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად ჩინური ვაქცინებით აცრის დამადასტურებელი კოვიდ-სერტიფიკატის შემთხვევაში), მაშინ სავალდებულო იქნება შვეიცარიის ტერიტორიაზე PCR ტესტის გაკეთება, რომელიც ტურისტებს/ვიზიტორებს  მისცემს შესაძლებლობას დაესწრონ სხვადასხვა დახურული ტიპის ღონისძიებებს;
  • ასევე გასათვალისწინებელია შვეიცარიაში მგზავრობის წინ (მგზავრობამდე 48 საათის განმავლობაში) ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის გავლის აუცილებლობა. სხვა შემთხვევაში უკვე გათვალისწინებულია სანქციები 100 შვიცარიული ფრანკით დაჯარიმების სახით: entry form;
  • დეტალური ინფორმაცია შვეიცარიული კოვიდ-სერტიფიკატის შესახებ: Covid Certificate page;