2030 წლისთვის, შვედეთში შიდა რეისებზე ავიაკომპანიები მხოლოდ ბიოსაწვავს გამოიყენებენ. ხოლო 2045 წლისთვის კი ბიოსაწვავის მოხმარებას ყველა საერთაშორისო ავიარეისი დაექვემდებარება. გეგა შვედურმა ავიაგადამზიდავებმა და სამეცნიერო ინსტიტუტმა RISE-მ ერთობლივად შეიმუშავეს.

პროექტის ინიციატორების ინფორმაციით, თვითმფრინავებს ბიოსაწვავით ოპერირება დღესაც შეუძლიათ, თუმცა ამ დროისათვის ბიოსაწვავის სათანადო მარაგები არ არსებობს.

ამიტომ მეცნიერების პირველი მიზანი გახდა, რომ ბიოსაწვავი კიდევ უფრო ეფექტური გახადონ, ხოლო მეორე- დაეხმარონ მწარმოებლებს ბიოსაწვავის დიდი რაოდენობით შექმნაში.

ბოლო პერიოდში შვედები უპირატესობას მატარებლით გადაადგილებას ანიჭებენ – როგორც ყველაზე ეკოლოგიური ტრანსპორტის საშუალებას.