შინაური ცხოველებისათვის მსოფლიოში ყველაზე მეგობრული ავიაკომპანია Turkish Airlines-ია, სადაც შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობის ღირებულება 8-დან 24 დოლარამდე მერყეობს. აღნიშნულ დასკვნამდე airportparkingreservations.com-ის ექსპერტები მივიდნენ.
ავიაკომპანია საშუალებას იძლევა ბორტზე ოთხი ტიპის ცხოველის აყვანაზე. მგზავრს მაქსიმუმ 3 ცხოველის წაყვანა შეუძლია, გალიის ზომები შეზღუდულია მაქსიმუმ 93 სმ-მდე.
Emirates საშუალებას იძლევა ცხოველის გადაყვანა მოხდეს ყველაზე დიდი კონტეინერებით, საუბარია სამ მეტრამდე კონტეინერებზე. ავიაკომპანია რეიტინგში მეექვსე ადგილზეა. აქ შინაური ცხოველებით ბილეთის ღირებულება 500-დან 800 დოლარამდეა და ერთ მგზავრს უფლება აქვს წაიყვანოს მაქსიმუმ სამი შინაური ცხოველი. ცხოველთა დასაშვები სახეობებიდან – ძაღლები, კატები, ფრინველები და ფალკონებიც კი.
მეორე ადგილზეა იაპონიის All Nippon Airways-ი, სადაც შინაურ მეგობართან ერთად მგზავრობის ფასი 50-დან 400 დოლარამდე მერყეობს, ბორტზე ნებადართულია ცხრა სახეობის ცხოველი, მათ შორის ძაღლები, კატები, ფრინველები, კურდღლები, ზაზუნები. და ფერეტები..
ამერიკული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Spirit სიაში მესამე ადგილზეა შინაური ცხოველების 125 დოლარის ფიქსირებული ტარიფით. ფლორიდაში დაფუძნებული ავიაკომპანია ძაღლებს, კატებს, ფრინველებს და კურდღლებს ფრენის საშუალებას აძლევს, თითო მგზავრზე ორამდე.
მეოთხე ადგილზეა ჩინური ავიაკომპანია Sichuan Airlines, შემდეგ მოდის Japan Airlines.