კანადური სახანძრო ბრიგადის თვითმფრინავმა, ლინგუაგლოსას ტერიტორიაზე, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებისას კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორივე პირი დაიღუპა. სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, საჰაერო ხომალდის კატასტროფის გამომწვევი მიზეზი მთის წვერთან მისი კორპუსის შეხება გახდა. თვითმფრინავი ჩამოვარდნისთანავე აფეთქდა.