შიდა ვიზიტორებს ხარჯები გაეზარდათ, – ასეთი „საქსტატის“ კვლევის შედეგები. 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორების ხარჯმა 130 მლნ ლარს გადააჭარბა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 115,8 მლნ ლარი იყო.

საანგარიშო პერიოდში საშუალო ხარჯი ვიზიტზე 8 ლარით არის გაზრდილი და 118,5 ლარს შეადგენს.

საშუალო ხარჯში ყველაზე დიდი წილი მოდის საყიდლებზე (საშუალოდ დღეში 39.4 ლარი), კვებასა (23,1 ლარი საშუალოდ) და ტრანსპორტზე (21,9 ლარი საშუალოდ).