შიდა ვიზიტორების აქტიურობა იზრდება. 2018 წლის I კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე შიდა ვიზიტორებმა საშუალოდ თვიურად 985 900 ვიზიტი განახორციელეს, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 980 900 ვიზიტი.

“საქსტატის” მონაცემებით, ვიზიტებისას მონახულებული ადგილების საშუალო თვიური განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი – 27,6%, იმერეთი – 19,3%, აჭარა- 12.5%, კახეთი – 7,8%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7,5%, ქვემო ქართლი – 6,9%, შიდა ქართლი – 6,5%, მცხეთა-მთიანეთი – 4,6%, სამცხე-ჯავახეთი – 4,4%, გურია – 1,8%, რაჭა-ლეჩხუმი – 0,7%, აფხაზეთი – 0,3%.

ვიზიტორების ხარჯებმა 120 მლნ ლარი შეადგინა, საშუალო ხარჯი ვიზიტზე კი 122,3 ლარით განისაზღვრა.

ვიზიტების უდიდესი წილი 56,8% მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად განხორციელდა, დასვენების მიზანი კი მხოლოდ 4,6%–ია, შოპინგი – 13,5%, მკურნალობა-გაჯანსაღება – 10,9%, მეორე სახლის (აგარაკი და სხვა) მონახულება – 6,1%.