რუსეთის ფედერაციაში შემავალი ბაშკირეთის დედაქალაქ უფადან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება იწყება. როგორც რუსული მედია წერს, საქართველოს პოპულარული ცენტრის, ქუთაისის მიმართულებით ავიაკომპანია Utair-ი უფადან ფრენებს კვირაში ორჯერ, Boing -737-ის მეშვეობით განახორციელებს. Utair-მა “როსავიაციასთან” ფრენების განრიგი უკვე შეათანხმა და უფა-ქუთაისი-უფას მარშრუტზე ოპერირებას შემოდგომიდან დაიწყებს. თუ რა ეღირება ავიაბილეთები, ამ დროისთვის უცნობია.
დღეისათვის უფადან საქართველოში მოხვედრა ყაზანური ავიაკომპანია UVT Aero-ს საშუალებითაა შესაძლებელი. ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით, “ეკონომ” კლასის ბილეთებს 34 ათასი რუბლიდან ყიდის.
მთავარი ავიაკომპანიები შემოდგომიდან, Utair-ი უფადან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს