28 ივნისს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ავიარეისს განახორციელებს და ბილეთებს (ერთი გზა) 99 ლარად გაყიდის.
“აქცია! ერთი გზა თბილისი-ბათუმი, ან ბათუმი-თბილისი 28 ივნისს – 99 ლარად, ფასი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებლებს! ადგილები შეზღუდულია, შეიძინეთ ახლავე!”, აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.
აქციის ფარგლებში ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ან გაყიდვის ოფისებში!.
აღსანიშნავია, რომ აქციის გარეშე, Georgian Airways-ი 26 და 28 ივნისის თბილისი-ბათუმი-თბილისის ავიარეისებზე ბილეთებს 213 ლარად (ერთი გზა) ყიდდა.