სეული წარმოგიდგენთ მსოფლიოში პირველ სასტუმროს ხიდზე, რომელიც აკავშირებს ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს. სასტუმრო სტუმრებისთვის კარებს გაიღებს ჰანის ხიდის ჩრდილოეთ ბოლოში, თვალწარმტაცი მდინარეზე, ივლისში.
Sky Suite Hangang Bridge-ის ადგილზე ადრე კაფე ფუნქციონირებდა სახელწოდებით Nodeul Jiknyeo, მაგრამ ის დაიხურა პანდემიის გამო. გასული წლის დეკემბრიდან საკუთრებაში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ის გადაკეთდა დამოუკიდებელ ლუქსად, რომელსაც მისაღები, საძინებელი და სველი წერტილი და იტევს მაქსიმუმ ოთხ ადამიანს. ინტერიერის დიზაინი Airbnb-მ შეიმუშავა.
ახალი სასტუმრო ჰანის ხიდზე სტუმრებს ოფიციალურად 16 ივლისს მიიღებს. აქ ღამისთევა ეღირება 345000 ვონიდან 500000 ვონიმდე.
ობიექტი გასულ თვეში გამოცხადებული Okh River City პროექტის ნაწილი გახდა. ტერიტორიის აღორძინების გეგმები ითვალისწინებს ყოველწლიურად 10 მილიონი ვიზიტორის მოზიდვას. ეს მაჩვენებელი ამჟამად დაახლოებით 900,000-ს შეადგენს.