2018 წლის სექტემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა  135 ლარი შეადგინა. PMCG-ის ინფორმაციით, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები რეგიონებს შორის თბილისში – 153 ლარი და სამცხე-ჯავახეთში – 151 ლარი დაფიქსირდა. სექტემბერში, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა გურია – 74 ლარი და ქვემო ქართლი – 85 ლარი. 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა სექტემბერში 244 ლარი შეადგინა. 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასები კახეთში – 336 ლარი და სამცხე-ჯავახეთში – 269 ლარი დაფიქსირდა. სექტემბრის თვეში 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა სამეგრელო-ზემო სვანეთი – 153 ლარი და გურია – 180 ლარი.