2018 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი Turkish Airlines-ია, მეორე ადგილზე კი ეროვნული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მიმდინარე 9 თვეში საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით TOP-10 ავიაკომპანიის რეიტინგს აქვეყნებს:

  1. Turkish Airlines-ი – 440 294 მგზავრი;
  2. Georgian Airways-ი – 438 798 მგზავრი;
  3. Wizz Air-ი – 426 137 მგზავრი;
  4. Flydubai – 203 073 მგზავრი;
  5. Ural Airlines – 202 274 მგზავრი;
  6. FlyUIA – 172 443 მგზავრი;
  7. Aeroflot-ი – 151 807 მგზავრი;
  8. S7 – 147 154 მგზავრი;
  9. Pobeda Airlines-ი – 104 333 მგზავრი
  10. Zagros Airlines-ი – 100 525 მგზავრი;