ყაზახურმა ავიაკომპანია SCAT-მა ატსანა-ბათუმი-ასტანას საჰაერო ხაზზე ფრენები განაახლა. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე SCAT-ი ასტანასა და და ბათუმს შორის ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს. რეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.