თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, Covid-19 რეგულაციების გამო, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან საზღვარგარეთ გამგზავრებისას, მგზავრი ვალდებულია, აეროპორტში რეგისტრაციისას წარადგინოს მიმღები ქვეყნის მიერ მოთხოვნილი, შევსებული სპეციალური ელექტრონული ფორმა. ე.წ Passenger Locator Form-ში მითითებული უნდა იყოს პასპორტის მონაცემები, დროებითი ან მუდმივი საცხოვრებელი მისამართი და დამატებით სხვა ინფორმაცია.

“გაითვალისწეთ, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების, კერძოდ TAV Georgia-ს პერსონალის, მომსახურებაში არ შედის მგზავრისთვის აღნიშნული სარეგისტრაიო ფორმის შევსება.

შესაბამისად ტავ ჯორჯია იხსნის ვალდებულებას, აეროპორტების ტერიტორიაზე სხვა კომპანიის მიერ გაწეული ზემოთ აღნიშნული მომსახურების შინაარსსა და საფასურზე”,- განმარტავენ TAV Georgia-ში

უცხო ქვეყანაში შესვლის რეგულაციები გთხოვთ იხილოთ ლინკზე – https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/292