გაერთიანებული სამეფოს მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული საერთაშორისო მიმოსვლის ე.წ. „წითელი სიიდან“, რომელშიც ამ დროისთვის შვიდი ქვეყანა შედის, მომავალი კვირის ორშაბათიდან ყველა ქვეყანას ამოიღებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ეკვადორიდან, დომინიკის რესპუბლიკიდან, კოლუმბიიდან, პერუდან, პანამიდან, ჰაიტიდან და ვენესუელიდან ჩასულ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს სასტუმროში კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

„ჩვენ შევძელით ამის გაკეთება, რადგან შემაშფოთებელ ვარიანტებს, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებოდით, სამედიცინო სფეროს მაღალი თანამდებობი პირები აღარ მიიჩნევენ შემაშფოთებელ ვარიანტებად,“- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა.

ამასთან, „წითელი სიის“ სისტემა არ უქმდება და მასში ქვეყანა დაემატება, თუ დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება.

წყარო: IPN.ge