მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია United Airlines-ის პრეზიდენტი ავიაპარკის სატვირთო თვითმფრინავებით შევსების აუცილებლობას ვერ ხედავს: ავიაკომპანიის სატვირთო ბიზნესი მათ გარეშე შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს, ამბობს სკოტ კირბი.

“United Airlines-ში წმინდა სატვირთო თვითმფრინავებს მე ვერ ვხედავ. როდესაც ჩვენ კრიზისამდელ ავიამიმოსვლას დავუბრუნდებით ჩვენი სატვირთო ბიზნესი კიდევ უკეთესი და მასშტაბური იქნება.  დავადგინეთ, რომ სატვირთო გადაზიდვებში ხარისხიანი მომსახურება ხდება მნიშვნელოვანი პარამეტრი და ჩვენ ის ძალიან მაღალი გვაქვს”, – ამბობს კირბი.

მომხმარებლები უკვე ხვდება, რომ ხარისხი მნიშვნელოვანია. ავიაკომპანიის პრეზიდენტი კი ამის საილუსტრაციოდ ასახელებს იმ ფაქტს, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა COVID-19-ის ვაქცინების ტრანსპორტირებისთვის სწორედ United Airlines-ს მიმართეს. 
“არის მწარმოებელი, რომელიც დიდი რაოდენობით ვაქცინებს აწვდის შეერთებულ შტატებს, მისი საჰაერო გადაზიდვების 100%-ს United Airlines-ი ახორციელებს.

და ამას არაფერი აქვს საერთო ფასთან – მხოლოდ ხარისხთან მომსახურებასთან. United Airlines-ი გთავაზობთ სერვისის უფრო მაღალ დონეს, ვიდრე სატვირთო ავიახაზების უმეტესობა“, – ამბობს კირბი.