European Best Destination-მა მოგზაურებისათვის საუკეთესო ევროპული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი გათვლილია 2020 წელზე და მის შედგენაში თავად ტურისტებმა მიიღეს მონაწილეობა.
საერთო ჯამში რეიტინგის შედგენაში 600 მდე ადამიანი მონაწილეობდა. საუკეთესოთა სამეულში საქართველოს დედაქალაქი თბილისიც მოხვდა.
- კოლმარი, საფრანგეთი
- ათენი, საბერძნეთი
- თბილისი, საქართველო
- ვენა, ავსტრია
- კაშკაიში, პორტუგალია
- სიბრი, რუმინეთი
- ნამიური, ბელგია
- რიეკა, ხორვატია
- პარიზი, საფრანგეთი
- ბიდგოშჩი, პოლონეთი
- რომი, იტალია
- ჰევიზი, უნგრეთი
- კორკი, ირლანდია
- როშფორი, საფრანგეთი
- მენორკა, ესპანეთი.
შეგახსენებთ, რომ European Best Destination-ი ყოველ წელს აქვეყნებს საუკეთესო ტურისტული მიმართულებების რეიტინგს. მიმდინარე წლის რეიტინგი კი European Best Destination-სთვის უკვე რიგით მეთერთმეტეა.