ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი, რომელმაც 2019 წლის 21 ნოემბერს ოდესის აეროპორტში ავარიულად დაჯდა, დღეს ნაწილებად იჭრება. 

ათ კაციანი ჯგუფი რამდენიმე დღეა თვითმფრინავის დაშლის საქმეზე მუშაობს. მათ თვითმფრინავის ბორტიდან უკვე ამოიღეს ელექტრონული მოწყობილობები. მას შემდეგ რაც კომისიამ საბოლოოდ დადგინა, რომ თვითმფრინავი გამოყენებისთვის უვარგისი იყო, რადგანაც Boeing-ის  ფიუზელაჟის ნაწილი დაზიანებულია, მისი ნაწილებად დაჭრა და ადგილიდან გატანა გადაწყდა. 

23 ნოემბრიდან თვითმფრინავი აეროპორტის ერთ-ერთ სადგომზე იმყოფებოდა. ხოლო მოწყობილობებს, რაც აღნიშნულ ბორტზე კარგი იყო და შესაძლოა სხვა თვითმფრინავშიც გამოდგეს, Turkish Airlines-ი მას შემდგომ საკუთარი საჭიროებისამებრ გამოიყენებს.