მოგზაურობის მონაცემების გლობალური პროვაიდერის OAG-ის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს Megahubs 2023 – ყველაზე განვითარებული საერთაშორისო საჰაერო ქსელები მიხედვით, მსოფლიოს 50 უდიდესი აეროპორტის საბაზრო რეიტინგი.
რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ამ აეროპორტში ფრენების 50%-ს British Airways-ი ახორციელებს. მეორე ადგილზეა ნიუ-იორკის ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტია.
TOP-20 შედის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის შვიდი აეროპორტი. კუალა ლუმპურის აეროპოტმა მე-4 ადგილზე აიწია, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს TOP-10-შიც კი არ იყო, მას მოსდევს ტოკიოს ჰანედა (HND), რომელიც მე-5 პოზიციაზეა.
რეგიონის მთავარ ჰაბში – კუალა ლუმპურში ფრენების დაახლოებით 34%-ს AirAsia ახორციელებს.
სიმძლავრის ყველაზე მაღალი წილი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავების მიერ იყო სამხრეთ აზიაში 63%, შემდეგ მოდის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია 53%. კუალა ლუმპური (KUL) პირველ ადგილზეა 11,188 შესაძლო იაფი ავიაკომპანიით 100-ზე მეტ მიმართულებაზე.