ამერიკულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing-მა ჩინეთში სამოქალაქო თვითმფრინავებზე გლობალური მოთხოვნის წლიური პროგნოზი განაახლა, რომელიც მომდევნო 20 წელს მოიცავს.

კომპანია ვარაუდობს, რომ ამ პერიოდში ქვეყანას 8,56 ათასი ახალი თვითმფრინავი დასჭირდება, ერთი წლით ადრე კი 8,485 ათასი, ეს პროგნოზი მოიცავს როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო თვითმფრინავებს.

მცირე ზომის მქონე თვითმფრინავები დაახლოებით 6,47 ათასი ერთეული თვითმფრინავი იქნება, დიდი ზომის თვითმფრინავი – 1,55 ათასი, ხოლო სატვირთო თვითმფრინავი – 190, ნათქვამია მოხსენებაში.

შედეგად, 2042 წლისთვის ქვეყნის ფლოტი გაორმაგდება და 9,6 ათას თვითმფრინავს გადააჭარბებს.

პროგნოზის გადახედვა განპირობებულია იმით, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს, ასევე დაკავშირებულია შიდა ტრანსპორტის მზარდ მოთხოვნაზე – ნათქვამია Boeing-ის განცხადებაში.

საავიაციო ინდუსტრიამ 20 წლის განმავლობაში უნდა შექმნას დაახლოებით 433 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, მათ შორის 134 ათასი პილოტი, 161 ათასი ბორტგამცილებელი და 138 ათასი ინჟინერი.