Abu Dhabi Airports-ი აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალ A-ს ტესტირებას აწარმოებს. ახალი შენობა სავარაუდოდ ნოემბერში გაიხსნება.

სატესტო სამუშაოებში, რომელიც სექტემბრის და ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდება, მონაწილეობის მისაღებად 6 ათასზე მეტი მოხალისე შეირჩა. მოხალისეებში შედიან აბუ დაბის აეროპორტების პერსონალი, ასევე სტუდენტები, ოჯახები და საავიაციო ინდუსტრიის ექსპერტები.

სკრინინგის ზონები მოიცავს მგზავრების შემოწმებას და ბარგის დამუშავებას, უსაფრთხოების შემოწმებას და საბაჟო კონტროლს. საიმიგრაციო ოფისში მოხალისეები შეამოწმებენ მგზავრების რეგისტრაციის პროცესის სისწრაფეს და სიზუსტეს, საჭირო დოკუმენტების შემოწმებას და საბაჟო კონტროლს.

ტერმინალი A, რომელიც ცნობილია როგორც Midfield, 742 ათასი კვადრატული მეტრს აერთიანებს. ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ იგი მიიღებს წელიწადში 45 მილიონამდე მგზავრს, შეძლებს საათში 11 ათასი მგზავრი გაატაროს და ერთდროულად მოემსახუროს 79 თვითმფრინავს.

ტერმინალი აღჭურვილი იქნება არაერთი ურთიერთდაკავშირებული ბიომეტრიული სისტემებით, რომლებიც დააჩქარებს ფრენისწინა ყველა პროცედურას. ამას ასევე ხელს შეუწყობს თვითმომსახურების ჯიხურები, უსაფრთხოების თანამედროვე საგუშაგოები და ბარგის დამუშავების მოწინავე სისტემები.

არაბეთის გაერთიანებული გაერთიანებული საამიროების ეროვნულმა გადამზიდავმა Etihad Airways-მა უკვე დაადასტურა, რომ თანდათან გადაინაცვლებს ახალ ტერმინალში.