საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდმაა ახალი ავიაკომპანიის Ar-Riyadh Airlines-ის შექმნის შესახებ განაცხადა. პრინცის თქმით, 2030 წლისთვის ავიაკომპანია აპირებს კავშირების დამყარებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქთან. საწყის ეტაპზე რა მიმართულებებზე განახორციელებს ავიაკომპანია ფრენებს ამ დროისათვის არ კონკრეტდება.
ცნობილია, რომ ავიაკომპანიას ადმინისტრირებას გაუწევს საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი. კომპანიის დირექტორთა საბჭოში შევლენ ფონდის მენეჯერი იასერ ალ-რუმაიანი და Etihad Airways-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ტონი დუგლასი.