SONY DSC

2024 წლისთვის ტოკიოს ნარიტას აეროპორტის ტერიტორიაზე მზის პანელი აშენდება, რომლიც დაახლოებით 200 ჰექტარზე განთავსდება..

ხაზგასმულია, რომ მზის ბატარეა მსოფლიოში ყველაზე დიდი იქნება აეროპორტებში დამონტაჟებულთა შორის. პროექტის მიხედვით, მისი სიმძლავრე 180 მეგავატი იქნება და იგი შეძლებს ნარიტას აეროპორტის მთლიანი ენერგეტიკული მოთხოვნილების დაახლოებით 40%-ის დაფარვას.

გიგანტური მზის პანელის შექმნასა და მონტაჟს აეროპორტის მმართველი კომპანია გაზის კორპორაცია Tokyo Gas-თან ერთად განახორციელებს, რომლებმაც ამ პროექტისთვის ვენჩურული კომპანია უკვე დააარსეს.

ხაზგასმულია, რომ პროექტი მიზნად ისახავს ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას და აეროპორტის დეკარბონიზაციას.