Saudia, ადრე ცნობილი როგორც Saudi Arabian Airlines-ი, იქნება პირველი ავიაკომპანია, რომელიც წითელი ზღვის საერთაშორისო აეროპორტში იფრენს (Red Sea International Airport).
Red Sea Global-მა, The Red Sea-სა და Amaala-ს დეველოპერმა, განაცხადა, რომ აეროპორტი გაიხსნება წელს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას Saudia-სთან და RSIA-ს ოპერატორ daa International-თან რეგულარული ფრენების დაწყებაზე.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, რომ ჩატარდება ერთობლივი კვლევა RSIA-ში სუფთა საავიაციო საწვავის გამოყენების შესახებ.
„როდესაც Red Sea International მიიღებს თავის პირველ კომერციულ რეისს, ეს არ იქნება Red Sea Global-ისთვის მხოლოდ პირადი სიამაყის საკითხი. ეს იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი მთელი საუდის არაბეთისთვის“, – თქვა RSG Global-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ პაგანომ განცხადებაში.
აეროპორტიდან დაიწყება ფრენები რიადში და უკან, შემდეგ იგეგმება ფრენები ჯედაში და 2024 წლიდან აქ საერთაშორისო მარშრუტები ამოქმედდება.
„ეს შეთანხმება გააძლიერებს ჩვენს პოზიციას სამეფოში და საშუალებას მოგვცემს ვითანამშრომლოთ RSG-სთან და daa International-თან ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის პოზიციის გასაძლიერებლად საერთაშორისო ავიაციაში“, – თქვა Saudia-ს გენერალურმა დირექტორმა იბრაჰიმ კოშიმ.
აეროპორტი ასევე განიხილავს ელექტრული ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის თვითმფრინავების გამოყენებას, რომლებიც ცნობილია როგორც eVTOLs.