attractive young indian businesswoman talking on cell phone at airport

2031 წლისთვის შეხვედრების, კონფერენციებისა და გამოფენების (MICE) ბაზარი ინდოეთში 13,4 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ასეთ პროგნოზს DPI Research-ში აკეთებენ.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ინდური გამავალი MICE-ტურიზმი განიცდის მნიშვნელოვან ზრდას ეკონომიკური ფაქტორების, მთავრობის მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბიზნესისა და კერძო პირების გაზრდილი ინფორმირებულობის გამო, რომ საერთაშორისო ღონისძიებებზე დასწრება მათ ბიზნესს დიდ სარგებელს მისცემს.

DPI Research-ში ამბობენ, რომ ინდური ბიზნესი სულ უფრო გლობალური ხდება, რაც მოითხოვს საერთაშორისო შეხვედრებს და ახალი თანამშრომლობის ძიებას.

ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ ინდოელი ტურისტების შემდეგი თაობა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაგეგმავს მოგზაურობებს ოჯახთან ერთან. 2031 წლისთვის დაახლოებით 50 მილიონი ინდოელი გაემგზავრება საზღვარგარეთ.

აღნიშნულ კვლევაში გაანალიზებულია ინდოეთის გამავალი MICE ბაზარი, რომელიც მოიცავს 32 მიმართულებას, მათ შორის ჩინეთი, ბუტანი, აშშ, კამბოჯა, მალდივები, თურქეთი, ომანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე და სხვა.