Airbus-მა Saudia Group-ისგან A320neo ოჯახის 105 თვითმფრინავზე მტკიცე შეკვეთა მიიღო, რომელიც მოიცავს ქვეყნის ეროვნულ გადამზიდველ Saudia-ს და დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Flydeal-ს.
გარიგება მოიცავს 93 ერთეულ A321neo და 12 ერთეულ A320neo თვითმფრინავს. როგორც გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, 54 ერთეული A321neo თვითმფრინავი განკუთვნილია თავად Saudia-სთვის, ხოლო დანარჩენი – 12 ერთეული A320neo და 39 ერთეული A321neo საბიუჯეტო გადამზიდავ Flydeal-ისთვის. კონტრაქტი ყველაზე დიდია Saudia-ს 80-წლიან ისტორიაში. Saudia Group-ის მიერ Airbus-ისგან შეკვეთილი A320neo ოჯახის თვითმფრინავების მთლიანმა პორტფოლიომ 144 ერთეულს მიაღწია.