საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა მსოფლიოში სექტემბერში წლიური თვალსაზრისით 10,6%-ით შემცირდა, ხოლო 2019 წლის სექტემბერთან შედარებით კი 3,6%-ით, – აღნიშნავს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA).

საერთაშორისო საჰაერო სატვირთო გადაზიდვები წლიური მაჩვენებლით 10,6%-ით დაეცა, 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებლებთან კი 3,7%-ით შემცირდა.

ყველაზე დიდი კლება ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში დაფიქსირდა (-15,8% და -15,6% შესაბამისად). მაჩვენებელმა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონშიც საგრძნობლად შემცირდა (-10,7%), ჩრდილოეთ ამერიკაში კი 6%-ით დაეცა. ლათინურ ამერიკაში ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა 10,8%-ით, აფრიკაში კი 0,1%-ით.

„მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო ტვირთების აქტივობა 2019 წლის დონესთან ახლოს რჩება, მოცულობა დარჩა 2021 წლის დონეზე, რადგან ინდუსტრია გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას“, – თქვა IATA-ს ხელმძღვანელმა ვილი უოლშმა განცხადებაში.

უოლშმა აღნიშნა, რომ მომხმარებელთა დონეზე უპირატესობა მიენიჭება დასასვენებლად წასვლას და  მოგზაურობას და არა ელექტრონულ კომერციას. ამავდროულად, მაკრო დონეზე, რეცესიის შიშმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მსოფლიო საქონლისა და მომსახურების ნაკადებზე, რაც კომპენსირდება ნავთობის ფასების სტაბილიზაციის გზით, მიიჩნევს IATA-ს ხელმძღვანელი.