ბევრი გლობალური ავიაკომპანია იძულებულია შეამციროს ფრენის დრო, ან თუნდაც შეაჩეროს ფრენები მათი ავიაფლოტის დროული მომსახურებისთვის საჭირო  კომპონენტების დეფიციტის გამო.

როგორც The Wall Street Journal-ი იტყობინება, ნაწილების მიწოდების ქსელში არსებულ პრობლემებზე უკვე გააჟღერეს გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ, კატარულმა ავიაგადამზიდავმა Qatar Airways-მა, ამერიკულ-ფრანგულმა CFM International-მა, ძრავების ამერიკულმა მწარმოებლებმა Rolls-Royce-მა და Pratt & Whitney-მა.

ანტირუსული სანქციების ფონზე (კერძოდ, გლობალურმა კომპანიებმა შეწყვიტეს რუსეთიდან ტიტანისა და ალუმინის ყიდვა), Lufthansa-ს სალონის პანელების დეფიციტი ემუქრება. ხოლო Qatar Airways-ი Airbus A380-ს რეზერვში ინახავს, სხვა თვითმფრინავების „ჩავარდნის“ შემთხვევაში.

თვითმფრინავის ნაწილების მწარმოებლები, თავის მხრივ, იძულებულნი არიან გაზარდონ წარმოება, რათა უზრუნველყონ დროული მიწოდება.

CFM International-მა განაცხადა, რომ უკვე ჩამორჩა ძრავის განახლების გრაფიკს, რადგან მათ დროულად ვერ იღებს მომწოდებლებისგან. Rolls-Royce-ს და Pratt & Whitney-ს ასევე აქვთ პრობლემები მასალების დაგვიანებით. კომპანიები ინტენსიურად ეძებენ გადაწყვეტილებებს უეცარი პრობლემებისთვის. Pratt & Whitney აპირებს გაზარდოს ძრავების მიწოდება.