უკრაინის უზენაესმა სპეციალიზებულმა სასამართლომ ავიაკომპანია FlyUIA-ს პრეზიდენტის ევგენი დიხნეს ქონება დააყადაღა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროს ინფორმაციითვე, შუამდგომლობა ჯერ ანტიკორუფციულ უმაღლეს სასამართლოში იყო შეტანილი, ხოლო შემდეგ კი სააპელაციო პალატაში.

წყაროს “დაპატიმრებული” ქონების სია არ დაუკონკრეტებია. საუბარია უძრავ ქონებაზე, ანტიკვარიატზე, ნახატებზე, საათებზე და საბანკო ანგარიშზე.

დიხნე ეჭვმიტანილია ბორისპოლის აეროპორტის ხელმძღვანელობის პერიოდში, აეროპორტის ქონების უკანონოდ განკარგვაში, რის გამოც სახელმწიფომ 16,5 მლნ გრივნას ზარალი მიიღო.

როგორც ცნობილია ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის ყოფილმა ხელმძღვანელმა FlyUIA-ს პრეზიდენტმა ევგენი დიხნემ 5.3 მლნ გრივნას გირაო შეიტანა.