ავიაციის სფეროს ასი ათასობით თანამშრომელი შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს, თუ კი ცალკეული სახელმწიფოები ავიაკომპანიებს ფინანსურად არ დაეხმარებიან. 

“დამატებითი დახმარების ღონისძიებებისა და საზღვრების გახსნის არარსებობის შემთხვევაში, ავიაკომპანიებში ასიათასობით სამუშაო ადგილი გაქრება,” – აცხადებს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდერ დე ჟუნიაკი. 

ასოციაციამ, რომელიც 290 ავიაკომპანიას აერთიანებს, ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ 2020 წლის პროგნოზებს კიდევ ერთხელ გადახედა. IATA-ს გათვლებით, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ტრაფიკი 66%-ით იქნება შემცირებული.

საჰაერო მიმოსვლა, პანდემიამდე არსებულ ნიშნულს 2024 წლისთვის მიაღწევს.

ტურისტულ ინდუსტრიაში ბიზნესის მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ უფრო დაფიქსირდა, რაც COVID-19-ი პანდემიაში გადაიზარდა. წლის განმავლობაში ბევრმა მსხვილმა ავიაკომპანიებმა, აეროპორტებმა და ტურისტულმა კომპანიებმა თანამშრომელთა შემცირების შესახებ განაცხადეს.