ავიაკომპანია SAS Scandinavian Airlines-მა ელექტრო თვითმფრინავით პირველი ფრენების ბილეთების დაჯავშნის დაწყება დაანონსა.
ადგილების დაჯავშნა შესაძლებელი იქნება 2 ივნისს სპეციალურ გვერდზე flysas.com/electric. სულ 30 ადგილი იქნება ხელმისაწვდომი სამი შიდა ფრენისთვის შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში – SAS-ის შიდა ბაზრებზე. ისინი 2028 წელსაა დაგეგმილი.
ბილეთის ფასი იქნება 1946 შვედური, ნორვეგიული ან დანიური კრონი, გამგზავრების ადგილის მიხედვით. შერჩეული ფასი არ არის შემთხვევითი, მაგრამ შეესაბამება ავიაკომპანიის დაარსების წელს.
SAS-ში განმარტავენ, რომ ბილეთის საფასურის გადახდა გამგზავრებამდე 30 დღით ადრე იქნება საჭირო, მას შემდეგ რაც ფრენის თარიღი გამოცხადდება. ადგილების დაჯავშნა უფასოა.
თუ მგზავრი 5 წელიწადში შეცვლის გეგმებს და არ სურს ფრენა, მას შეეძლება გააუქმოს ჯავშანი ან გადაიხადოს ბილეთის საფასური და გადასცეს სხვა პირს. ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ ბილეთზე სახელის შეცვლა შესაძლებელია უფასოდ.
ამ დროისთვის უცნობია არა მხოლოდ ფრენის ზუსტი თარიღი, არამედ თვითმფრინავის ტიპი, რომლითაც SAS იფრენს.
„ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ ჩვენი მტკიცე რწმენა ელექტრო ავიაციის განვითარებაში, როგორც ეფექტური ვარიანტი დაბალი და ნულოვანი ემისიების ავიაციისთვის“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
SAS-მა დასძინა, რომ ახლა რამდენიმე ინიციატივას განიხილავენ და ელექტრო თვითმფრინავის საბოლოო არჩევანი პირველი ფრენის მომენტისთვის გაკეთდება, რომელიც 2028 წელს არის დაგეგმილი.