სარეპატრიაციო რეისებზე, რომლის ბილეთის ღირებულებაც 200 ევრომდე უნდა იყოს, ტურისტული სააგენტოები მგზავრებს შედარებით მაღალ ფასად სთავაზობენ. ამიტომ ავიაკომპანია Myway Airlines-ის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს მოუწოდებს, რომ ბილეთი მხოლოდ ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე შეიძინონ. 

“საქართველოს ხელისუფლების ორგანიზებით დაგეგმილ სპეციალურ რეისებზე, რომელსაც ჩვენი ავიაკომპანია შეასრულებს, ბილეთების რეალიზება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

? გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთების ფასი არ აღემატება 200 ევროს.

? ბილეთების შეძენა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ავიაკომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით, მისამართზე: www.mywayairlines.com

? გაფრთხილებთ!

ჩვენი მხრიდან შეუძლებელია გავაკონტოლოთ, კერძო კომპანიები, რომლებიც შეეცდებიან დადგენილ ფასზე, მაღალი ღირებულებით გადაყიდონ ავიაკომპანიის ავიაბილეთები!

✅ შეგახსენებთ, რომ თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით ფრენა 13 ივლისს, თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით კი 17 ივლისს შესრულდება,

✅ გთხოვთ, თვალი მიადევნეთ ჩვენს გვერდს ფეისბუქზე, სადაც განთავსდება ინფორმაცია ბილეთების გაყიდვის დაწყებასთან დაკავშირებით”, განმარტავენ Myway Airlines-ში.