სარეპატრიაციო რეისებზე, რომლის ბილეთის ღირებულებაც 200 ევრომდე უნდა იყოს, ტურისტული სააგენტოები მგზავრებს შედარებით მაღალ ფასად სთავაზობენ. ამიტომ ავიაკომპანია Myway Airlines-ის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს მოუწოდებს, რომ ბილეთი მხოლოდ ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე შეიძინონ.
“საქართველოს ხელისუფლების ორგანიზებით დაგეგმილ სპეციალურ რეისებზე, რომელსაც ჩვენი ავიაკომპანია შეასრულებს, ბილეთების რეალიზება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
? გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთების ფასი არ აღემატება 200 ევროს.
? ბილეთების შეძენა კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ავიაკომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით, მისამართზე: www.mywayairlines.com
? გაფრთხილებთ!
ჩვენი მხრიდან შეუძლებელია გავაკონტოლოთ, კერძო კომპანიები, რომლებიც შეეცდებიან დადგენილ ფასზე, მაღალი ღირებულებით გადაყიდონ ავიაკომპანიის ავიაბილეთები!
✅ შეგახსენებთ, რომ თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით ფრენა 13 ივლისს, თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით კი 17 ივლისს შესრულდება,
✅ გთხოვთ, თვალი მიადევნეთ ჩვენს გვერდს ფეისბუქზე, სადაც განთავსდება ინფორმაცია ბილეთების გაყიდვის დაწყებასთან დაკავშირებით”, განმარტავენ Myway Airlines-ში.