Madrid Fusión საქართველოს  შესახებ Facebook გვერდზე მორიგ  პოსტებს აქვეყნებს.

„მზად ხართ საქართველოში კულინარიული ტური მოიწყოთ? წელს Madrid Fusión სტუმარ ქვეყანას, საქართველოს და მის სამზარეულოს შეისწავლის. საქართველოთი განცვიფრებულები დარჩებით“.

Madrid Fusión-ის მეორე Facebook პოსტი მადრიდში მდებარე ქართულ რესტორანს ნუნუკას ეძღვნება.

Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, საქართველო   სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.  ღონისძიების ფარგლებში საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს   ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და რესტორანი ნუნუკა წარადგენენ.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=788816716615809&id=100064624636255&mibextid=WC7FNe

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=788762046621276&id=100064624636255&mibextid=WC7FNe