საქართველოსთვის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება სტამბოლსა და თბილისს შორის შესრულებული რეისებია. როგორც AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოსთვის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება თბილისსა და სტამბოლს შორის შესრულებული რეისებია, რომელზედაც ავიაკომპანიები 2021 წელს 395140 მგზავრს მოემსახურნენ.

სტამბოლი, რომ საქართველოსთვის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულებაა ეს გასაკვირი არ არის, რადგანაც საქართველოსთვის სტამბოლის ორივე აეროპორტი ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტული ჰაბია, საიდანაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და პირიქით, ნებისმიერი წერტილიდან საქართველოში მოხვედრა საკმაოდ მარტივია.  ზოგჯერ უფრო იაფიც კი, ვიდრე სხვა ტრანზიტული თუ პირდაპირი მიმართულება.

რაც შეეხება უშუალოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად, 2021 წლის მონაცემების მიხედვით ბათუმსა და თელ ავივს შორის შესრულებული რეისები მიიჩნევა.

მთლიანობაში კი საქართველოსთვის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების TOP-5 ასე გამოიყურება:

2021 წლის TOP 5 მიმართულება
თვე ავიაკომპანია მგზავრების რაოდენობა
2021წ თბილისი-სტამბოლი 395140
2021წ თბილისი-კიევი 178906
2021წ თბილისი-დუბაი 130101
2021წ ბათუმი-თელ ავივი 126854
2021წ ბათუმი-კიევი 107659