საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის იანვარში, 2018 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით, 3.9%-ით შემცირდა. PMCG-ის ანალიტიკური ინფორმაციის მიხევით, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად სამეგრელო-ზემო სვანეთში (-5.4%) და შიდა ქართლში შემცირდა (-4.7%).
საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2019 წლის იანვარში, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით, სასტუმროს ფასები მხოლოდ რაჭაში გაიზარდა (1.3%).
საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის იანვარში, 2018 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით, 3.3%-ით შემცირდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად თბილისში და მცხეთა-მთიანეთში შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები არც ერთ რეგიონში არ გაზრდილა.
საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2019 წლის იანვარში, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით, 4.5%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად სამეგრელო-ზემო სვანეთში და აჭარაში შემცირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, 2019 წლის იანვარში, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები მხოლოდ რაჭაში გაიზარდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, 2018 წლის იანვარში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში სასტუმროს ფასების კლება 6.4%-ს, ხოლო თბილისში 9.9%-ს შეადგენდა. მოცემულ პერიოდში, სასტუმროების ფასები ყველაზე მეტად თბილისში და მცხეთა-მთიანეთში იყო შემცირებული. ფასების ზრდა საქართველოს მხოლოდ სამ რეგიონში დაფიქსირდა.
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი3 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, 2.6%ით გაიზარდა. მოცემულ პერიოდში, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად აჭარაში (19.2%) და სამცხე-ჯავახეთში (6.2%) გაიზარდა.
2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით სასტუმროების ფასები ექვს რეგიონში შემცირდა. თბილისში სასტუმროების ფასების კლებამ 4.6% შეადგინა.
საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, 6.5%-ით გაიზარდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად აჭარაში და სამცხეჯავახეთში გაიზარდა. თბილისში, 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, 3, 4 და 5* სასტუმროების ფასები 4.8%-ით შემცირდა.
საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2019 წლის იანვარში, 2018 წლის იანვართან შედარებით, 2%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად ქვემო ქართლში და შიდა ქართლში შემცირდა. მოცემულ პერიოდში, თბილისში, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების კლებამ 3.8% შეადგინა.