2019 წლის აპრილში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 123 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 215 ლარი. როგორც PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა აპრილში 70 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აპრილში 484 ლარი შეადგინა.

თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 525 ლარი შეადგინა, აჭარაში – 473 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 368 ლარი, ხოლო კახეთში – 367 ლარი.

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის აპრილში, 2019 წლის მარტთან შედარებით, 2.2%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5%-ით. 2019 წლის აპრილში, 2018 წლის აპრილთან შედარებით, 1.8%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.9%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 1.9%-ით გაიზარდა.