Back Lit Business People Traveling Airport Passenger Concept

2019 წლისთვის საქართველოს აეროპორტებში 6 მლნ-მდე მგზავრს ელიან.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე ამბობს, აეროპორტებში მგზავრთნაკადის დინამიკა ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც მზარდია. 2019 წლის 4 თვეში მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი.

„ველით კომპანიების განაცხადებს, გუშინ შევხვდით Uzbekistan Airways-ის წარმომადგენლებს, ავიაკომპანია ფრენებს თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით 16 ივნისიდან, მივესალმებით ასევე ბაზარზე SkyUP-ის შემოსვლას. მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის მიმართულება ვითარდება, ეს აეროპორტი მზარდია, არის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი და წლევანდელ დინამიკას თუ გადავხედავთ, წლის ბოლოსთვის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 6 მლნ-მდე უნდა ავიდეს,“ – განაცხადა კარანაძემ. სააგენტოს ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან, თუმცა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობს.