2021 წლის იანვარ-ივნისში 2020 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 21%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 24%-ით შემცირდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 8717,282 ტონა შეადგინა, 2020 წლის იანვარ-ივნისში კი 7180,215 ტონა.
შესაბამისად ტვირთბრუნვა 21,41%-ითაა გაზრდილი.
2021 წლის 6 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის 6 თვეში გატარებულ ტვირთნაკადის რაოდენობა 23,68%-ითაა შემცირებული. 2019 წლის 6 თვეში აეროპორტმა 11 421,734 ტონა ტვირთი გაატარა.
საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება