ერთი კვირის განმავლობაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Flydubai საქართველოს მიმართულებით 50 რეისს განახორციელებს, ანუ დღეში საშუალოდ 7 რეისს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai მიმდინარე წლის 16 ივლისიდან 24 ივლისამდე, დუბაი – თბილისი – დუბაის საჰაერო ხაზზე გეგმავს 11 დამატებითი რეგულარული ფრენის შესრულებას;

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ისლამური სამყარო ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ყურბან-ბაირამი ისლამის მეორე ყოველწლიური რელიგიური დღესასწაულია, რომელიც რამადანის (გლოვის) თვის დამთავრებისთანავე იწყება და სამ დღეს გრძელდება. ამ პერიოდში კი ოჯახების ნაწილი აქტიურად სტუმრობენ სხვა ქვეყნებს.