EUROCONTROL-ის მონაცემებით, საქართველოში საავიაციო ტრაფიკი 80 პროცენტითაა შემცირებული. 27 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში 27 ფრენა განხორციელდა, რაც წინა წლის 27 სექტემბერში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით 80 პროცენტით ნაკლებია.
42 ქვეყანას შორის, საქართველო ფრენების კლებით 41-ე ადგილზეა.
საქართველოზე მეტად ფრენები მხოლოდ ისრაელშია შემცირებული (-88%), ყველაზე ნაკლებად მტკივნეული კი კოვიდ-კრიზისი ალბანეთისთვის (-26%), ლუქსემბურგისთვის (-31%) და თურქეთისთვის (-44%) აღმოჩნდა.