2018 წლის იანვარი-სექტემბრის თვის მონაცემებით საქართველოში 6,788,377 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.2%-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 5,647,109 შეადგინა, ზრდა+12.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,772,102შეადგინა, რაც 568,398-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (ზრდა +17.7%)
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+22.9%), აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთი (+0.1%) და თურქეთიდან (+17.2%) განხორციელდა .პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა არის შემდეგი ქვეყნებიდან: ესტონეთი +95%, ნიდერლანდები +59%, რუმინეთი +58%, გერმანია +52%,ბელგია +50%, ჩეხეთი +47%, ესპანეთი +47%, გაერთიანებული სამეფო +43%და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +134%,ჩინეთი +90%, ბელარუსი +46%,ქუვეითი 36% და ისრაელი +35%.
ქვეყანა | 2017: იანვარი–სექტემბერი | 2018: იანვარი–სექტემბერი | ცვლილება | ცვლილება % | |
1 | რუსეთი | 902,859 | 1,109,706 | 206,847 | 22.9% |
2 | აზერბაიჯანი | 987,638 | 1,094,847 | 107,209 | 10.9% |
3 | სომხეთი | 955,482 | 956,076 | 594 | 0.1% |
4 | თურქეთი | 760,868 | 891,751 | 130,883 | 17.2% |
5 | საქართველო (არარეზიდენტი) | 346,362 | 363,766 | 17,404 | 5.0% |
6 | ირანი | 235,338 | 242,739 | 7,401 | 3.1% |
7 | უკრაინა | 136,869 | 141,181 | 4,312 | 3.2% |
8 | ისრაელი | 89,905 | 121,548 | 31,643 | 35.2% |
9 | პოლონეთი | 41,979 | 55,142 | 13,163 | 31.4% |
10 | გერმანია | 34,312 | 52,288 | 17,976 | 52.4% |
11 | ბელარუსი | 34,946 | 51,088 | 16,142 | 46.2% |
12 | ყაზახეთი | 39,373 | 47,813 | 8,440 | 21.4% |
13 | საუდისარაბეთი | 42,489 | 47,431 | 4,942 | 11.6% |
14 | ინდოეთი | 31,235 | 37,936 | 6,701 | 21.5% |
15 | ა შ შ | 27,159 | 32,951 | 5,792 | 21.3% |