მთავარი სლაიდერზე საქართველოში მოქმედი ბრენდირებული სასტუმროების 80%-ი თბილისზე და ბათუმზე მოდის

საქართველოში მოქმედი ბრენდირებული სასტუმროების 80%-ი თბილისზე და ბათუმზე მოდის

190

ბრენდირებული სასტუმროების დიდი წილი (80%) თბილისზე და ბათუმზე მოდის. როგორც საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოში არსებული 26 ბრენდირებული სასტუმროდან 12 თბილისში ფუნქციონირებს და ქმნის 3,414 საწოლ ადგილს. შემდეგ მოდის ბათუმი 8 ბრენდირებული სასტუმროთი, რომელიც დამატებით ქმნის 2,142 საწოლ ადგილს, ხოლო დანარჩენი 6 სასტუმროდან სამი ბორჯომში და თითო-თითო ბაკურიანში, სტეფანწმინდასა და ქუთაისში ფუნქციონირებს ჯამში 1,228 საწოლი ადგილით.